დათვლილი ბედნიერება

დათვლილი ბედნიერება

დათვლილი ბენიერება

 

დავწერ ბედნიერებაზე… დიდხანს ვიფიქრე პოსტის თემაზე, დიდი ხანია ვცდილობ, რამის თქმას… ეს ბოლო ერთი თვე მძიმე და არასასიამოვნო ემოციებით იყო დატვირთული და ალბათ, ამან განაპირობა, რომ პოზიტიური იდეა თავში საერთოდ არ მომსვლია. დეპრესიაც არ ჰქვია, გარემოებებმა განაპირობა, ოჯახურმა ტრაგედიებმა – მნიშვნელოვანმა, რომელიც დაძლევადია  და მნიშვნელოვანმა, რომელთან ერთადაც უბრალოდ უნდა შეეჩვიო ცხოვრებას.

არსებობს ბედნიერება, რომელიც ჩვენშია და მხოლოდ მაშინ ვამჩნევთ, როცა მისი დაკარგვის შიში ჩნდება. არსებობს შეძენილი ბედნიერებები, რომელი თვალისთვის ხილულია, პატარ-პატარა სიხარულებს გვგვრის და ყოველდღიურობას გვიხალისებს. ასევე არსებობს ბედნიერებები, რომლებიც მიზნად უნდა დაისახო. ამ უკანასკნელს ეძღვენება ჩემი პოსტიც.

იმ დღეს შიმონ პერესის კიევში წარმოთმული სიტყვები წავიკითხე. ფაქტობრივად, მთლიანად საზეპიროა, მაგრამ ეს ამონარიდი განსაკუთრებით დამამახსოვრდა: “დაითვალეთ გონებაში თქვენი მიღწევები და ოცნებები. თუ ოცნებები მეტია, ვიდრე მიღწევები ე. ი. თქვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხართ.”

დავიწყე დათვლა. ჩამოვწერე ფურცელზე და მივხვდი, რომ …

ჩემი ასაკისთვის არც ისე ახალგაზრდა ვარ.

დათვლილი ბენიერება

დათვლილი ბენიერება