ოთხშაბათი
მარ272017

დაკარგული კონკურენტის დაბრუნება

დაკარგული კონკურენტის დაბრუნება

 

თანამედროვე სამყაროში, ბაზრების უდიდეს ნაწილში უმწვავესი კონკურენციაა. ამ მხრივ, დიდი ხნის განმავლობაში უცნაური გამონაკლისი აღმოჩნდა კომპიტერული პროცესორების ბაზარი. 10 წლის განმავლობაში Intel-ს  ძირითადად საკუთარ თავთან უწევდა კონკურენცია.  ოდესღაც მრისხანე კონკურენტის AMD-ს წილი კი განუხრელად მცირდებოდა.

დაკარგული კონკურენტის დაბრუნება

2017 წელს კი AMD-ს პროცესორების ახალმა სერიამ Ryzen ბაზარზე არსებული მონოპოლიური მოწყენილობა დაარღვია. ინტელისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა, რომ დიდი ხნით კუთხეში დაყენებულმა კონკურენტმა ის კვლავ გამოიწვია და თან 499$-ად წარმოადგნა პროდუქტი, რომლის ინტელის მიერ წარმოებული ანალოგის ფასი 1000$ აღემატებოდა[1].

როგორც ჩანს, ხანგრძლივი უდარდელი პერიოდი ჩვენს კოლეგებსაც აკარგვინებს კონცენტრაციას და შედეგად, ინტელის პიარ დაპარტამენტმა მორიგი ქეისი შემატა წარმუმატებელი კამპანიების სამომავლოდ გამოსაცემ კრებულებს – მათ ტექნიკურ თემატიკაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს, მიმომხილველებს, ბლოგერებს და ა.შ. მეილები დაუგზავნეს მოთხოვნით, რომ Ryzen-ის მიმოხილვის მზადებისას მათ მიერ შედგენილი გაიდლაინით ეხელმძღვანელათ და მასალის გამოქვეყნებამდე დაკავშირებოდნენ.[2]

რეაქცია, რომელიც ავტორიტარული ქვეყნის სახელმწიფო უწყებას უფრო შეესაბამება ვიდრე კონკურენტულ ბრძოლაში ჩართულ კომპანიას გვაფიქრებინებს, რომ ყველაფერი კარგად ვერ არის Inside Intel. თუმცა, ქედმაღლური რეაქციის მიუხედავად, ინტელი მაინც იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეემცირებინა ფასები საკუთარ პროდუქციაზე.[3]

 

[1]http://www.tweaktown.com/news/56457/intel-scrambles-emails-tech-media-over-ryzen-reviews/index.html

[2]https://www.guru3d.com/news-story/intel-is-trying-to-manipulate-amd-ryzen-launch.html

[3]http://wccftech.com/intel-amd-price-war-ryzen-processors/


გიგა ხარებავა,
უფროსი კონსულტანტი
Share Button

საუკეთესო სტატიები