ჩვენთან გუნდური მუშაობის პრინციპი არ არის მხოლოდ ფრაზა, ეს არის ყოველდღიურობა, რომელშიც პროექტებს წარმატებით ვუძღვებით

ჩვენთან გუნდური მუშაობის პრინციპი არ არის მხოლოდ ფრაზა, ეს არის ყოველდღიურობა, რომელშიც პროექტებს წარმატებით ვუძღვებით

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, თეონა ხმელევსკი 2019 წელს აფასებს. 

ისევე როგორ ყოველი წელი, 2019 იყო დატვირთული პროექტებით, გამოწვევებით, გადარბენებით, ცოტა ნერვიულობებით… თუმცა, „საგიჟეთის“ მიუხედავად, გამომდინარე იქედან, რომ „ჯეპრელები“ სულ ცოტათი ვორკაჰოლიკები ვართ, ეს დაღლაც მავიწყდებოდა ყოველი წარმატებულად შესრულებული პროექტის შემდეგ.

შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის, და ისეთი პროექტები რომლებმაც უკეთესობისკენ შეგცვალა შენ და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე?

ადრეც ავღნიშნე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ „ჯეპრაში“ ყოველ პროექტს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვუდგებით და ყველა ერთანაირად მნიშვნელოვანია, თუმცა თავისთავად არსებობს ისეთი პროექტებიც, რომლებიც ყველაზე მეტად გვამახსოვრდება.

პროექტი რომელიც ცვლის გარშემომყოფების აღქმას, გვაგრძნობინებს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენის მონაწილეები ვართ ჩვენ, ჩვენი პატარა ქვეყნით , ასეთი პროექტი უკვე რამდენიმე წელია არის ჩემთვის მსოფლიო რბენა (Wings For Life World Run).  პროექტის სტარტიდან, დღემდე საქართველო ყოველწლიურად ამ მნიშვნელოვანი, გლობალური მოვლენის მონაწილე, ამაყი ქვეყანაა. თითოეულ ჩვენგანს – მონაწილე კომპანიასა თუ ინდივიდს, შეგვაქვს წვლილი იმაში, რომ საბოლოო ჯამში, გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი. ყოველწლიურად საქართველო და აქ ჩატარებული გარბენი, მაღალ შეფასებას იმსახურებს და გამორჩეულია სხვა გაცილებით მსხვილ ქვეყნებს შორის. მსგავსი შედეგი „ჯეპრელების“ დამსახურებაც არის, რაც მე, როგორც პროცესებში ჩართულ ადამიანს, განსაკუთრებით გვეამაყება.  წლის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ჩემთვის იყო გრანდიოზული და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობის სტარტის დაანონსება, ეს არის ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში, რომლის მშენებლობასაც „აიგრუპი“ უდგას სათავეში. პირველად ქვეყნის ისტორიაში, ბაზარზე გამოჩნდება საქართველოში წარმოებული და აწყობილი ელექტრომობილი, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანი მიღწევაა ქვეყნისთვის.

რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება? რა დაგეხმარა და რამ შეგიშალა ხელი?

ჩვენი რეჟიმის გათვალისწინებით, წინასწარ ყველაფრის დაგეგმვა ცოტა გართულებული ამბავია, თუმცა, რაც შეეხება პროექტებს ვფიქრობ ამ მხრივ წელი შედგა. „ჯეპრას“ ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი არის გუნდი, შესაბამისად, როდესაც ვგრძნობ, რომ რაიმე საკითხში თანადგომა ან დახმარება მჭირდება, ყოველთვის მაქვს ჩემი გუნდის წევრებისა და მათი უდიდესი გამოცდილების იმედი. ჩვენთან გუნდური მუშაობის პრინციპი არ არის მხოლოდ ფრაზა, ეს არის ყოველდღიურობა, რომელშიც პროექტებს წარმატებით ვუძღვებით.

ჯეპრას 2019 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტარტეგიულ შეხვედებზე დაგეგემეთ? 

მთლიანობაში წარმატებული წელი იყო, სიახლეებით როგორც გუნდში, ასევე საქმინობაში. გავხდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო და ამასთან ერთად ძალიან საინტერესო.

რაზე გწყდება გული? რა გიხარია?

 ალბათ გული მწყდება იმ პატარ-პატარა დეტალებზე, რომლებიც ისეთი იდეალური არ გამოვიდა, როგორც ჩაფიქრებული მქონდა, მიხარია ახალი წელი, საინტერესოა რა სიახლეებს მომიტანს.

რა გეგმები გაქვს 2020 წელს? რაზე აპირებ აქცენტს გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?

განვახორციელო პროექტების რეკორდული რაოდენობა. კიდევ უფრო განვვითარდე და შევიძინო ახალი უნარ-ჩვევები … დანარჩენს უკვე დრო გვაჩვენებს.