ჩემთვის მცოცავი გეგმების წელი იყო და მაინც კარგი შედეგით დავასრულე

ჩემთვის მცოცავი გეგმების წელი იყო და მაინც კარგი შედეგით დავასრულე

ჯეპრას დირექტორი, ეკატერინე ჟვანია 2019 წელს აფასებს. 

კარგი წელი იყო, ბევრი გამოწვევით და სიახლით აღსავსე. ზოგიერთ გამოწვევას მზად დავხვდი, ზოგთან ცოტა ბრძოლა მომიწია, მაგრამ საერთო ჯამში პროდუქტიული წელი იყო ჩემთვისაც და ჯეპრასთვისაც.

2019 წელს, საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანი პროექტებიდან გამოვყოფდი ჩვენს CSR პროექტს რომლის ფარგლებში 2019 წელს ჯეპრას მხარდაჭერით ბიზნესლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა განხორციელდა. პროექტზე მეტს გაიგებთ ამ ბმულიდან: http://books.com.ge/

რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება? რა დაგეხმარა და რამ შეგიშალა ხელი?

ჩემთვის მცოცავი გეგმების წელი იყო და მაინც კარგი შედეგით დავასრულე!

მიხარია, რომ ჯეპრას გუნდი ვითარდება და რაოდენობრივადაც იზრდება! სულ უფრო მეტი საინტერესო კადრებით ვივსებით და ეს ძალიან მახარებს. სწორედ ეს არის ის მთავარი აქტივი, რომელზეც უნდა გავაკეთო ძირითადი აქცენტი 2020-ში. ამისთვის ჯეპრაში ვმუშოაბთ კონპეტენციის მედელზე, რომელიც ყველა ჯეპრელისთვის კარიერული განვითარების ერთგვარ გეგმად ჩამოყალიბდება, ასევე ეს დოკუმეტი მოგვცემს საშუალებას ახალი სახელფასო და საბონუსე სისტემა ჩამოვაყალიბოთ კომპანიაში, მოკლედ ამას ყველა ელოდება და მნიშვნელოვანია მისი დანერგვა დროულად განვახორციელოთ.

2019 წლის ბოლოს ვგრძნობ რომ მქონდა დროის ნაკლებობა ყველა ფლანგზე და ამას უნდა მივაქციო ყურედღება 2020-ში და მეტად ოპტიმალურად გადავანაწილო დრო რათა ნაკლებად დავისტრესო.