ჩემ გარშემო ყველას ჯეპრა აკერია, პირზე დიდსაც და პატარასაც

ჩემ გარშემო ყველას ჯეპრა აკერია, პირზე დიდსაც და პატარასაც

ჯეპრას უმცროსი კონსულტანტი, ელენე ზოიძე 2018 წელს აფასებს.

რამდენად წარმატებული იყო პირადად შენთვის 2018 წელი? თუ შევადარებთ სხვა წლებს?

იქიდან გამომდინარე, რომ ჯეპრაში დავიწყე მუშაობა, ვფიქრობ წარმატებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

რით იყო გამორჩეული?

2018 წელს თითქოს ჩემი თავი ყველგან თავიდან ვიპოვე  და ჯეპრამ დიდი როლი ითამაშა ამ პროცესში.

შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის?

გამოვყოფდი ბიზნეს ლიტერატურის პროექტს, რომლის საწყის ეტაპზე, ვრგძნობდი დაბნეულობას, შიშს და გაურკვევლობას. თუმცა, ვფიქრობ, რომ თუ ეს შეგრძნებები გეუფლება რთულია საპასუხისმგებლო პროექტი მართო. მაგრამ თუ სწორ გზაზე ხარ, ასეც უნდა გრძნობდე – ეს კი ნიშნავს, რომ შენი კომფორტის ზონიდან გამოხვედი და განვითარებისკენ დგამ ნაბიჯებს. და რაც უფრო გადის დრო უფრო მარტივდება ყველაფერი.

რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება? რა დაგეხმარა და რამ შეგიშალა ხელი?

ვერ შევძელი, რადგან  სწავლის პროცესში ვიყავი მთელი წლის განმავლობაში. გავიაზრე როგორ დამეწყო  სხვადასხვა საკითხზე მუშაობა და როგორი მიდგომებით მუშაობა იყო მართებული. ვფიქრობ ამ “ვერ შეძლებამ” ბევრი სარგებელი მომიტანა, უამრავი რამ ვისწავლე და საკუთარი თავი გამოვცადე ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიც აქამდე არასდროს შემხვედრია.

როგორი იყო შენი წელი, როგორც პიარსკოლის მენტორის?

პიარსკოლა ორი წლის წინა დავამთავრე, წელს კი თავად ვიყავი მენტორის ასისტენტი და მინდა აღვნიშნო, რომ წლევანდელი პიარსკოლის პრეზენტაციები ყველაზე საინტერესო იყო ჩემთვის. როგორც უკვე მენტორმა, პიარსკოლა დავინახე სხვა მხრიდან,  იქ მოსმენილი შენიშვნები თავადაც გავითვალისწინე პროექტის განხორციელებისას და ბევრად თავდაჯერებული გავხდი.

ჯეპრას 2018 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტარტეგიულ შეხვედრებზე დაგეგემეთ?

ჩემი აზრით, ძალიან წარმატებული წელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ჩემ გარშემო ყველას ჯეპრა აკერია პირზე დიდსაც და პატარასაც. უფრო ბევრმა ადამიანმა გაიგო ჩვენს შესახებ.

რაზე გწყდება გული? რა გიხარია?

გული იმაზე მწყდება, რომ ცოტა ადრე არ მოვედი ჯეპრაში – უკვე ბევრი რაღაც მეცოდინებოდა. მიხარია ის, რომ ყველაფერი წინ მაქვს იმისთვის, რომ ის პროფესიული განათლება მივიღო, რაც მსურს ამ ეტაპზე. ზუსტად ვიცი, რომ ამ მიზანს ჯეპრაში მივაღწევ.

რა გეგმები გაქვს 2019 წელს? რაზე აპირებ აქცენტს გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?

ყველაფრის გაუმჯობესება მსურს, რაც უმფრო მეტს გავაუმჯობესებ მით უფრო კარგი. მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას ვგეგმავ, ცოტა ასწრაფებას, რაღაცეებში მეტად გარკვევას და ნაკლებ დაბნეულობას.

როგორი იქნება 2019 წელი პიარინდურსტიისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? რა პროგნოზები გაქვთ?

2019 წელს მგონია, რომ საერთდ აღარ გაუჩნდება ვინმეს კითხვა, რა არის პიარი და რისთვის არის საჭირო ის.  შესაბამისად ყველას დასჭირდება და პიარინდუსტრია აღორძნების პიკში იქნება.