ბრენდის პლატფორმის შემუშავება

ბრენდის პლატფორმის შემუშავება

ბრენდის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ იგი არ წარმოადგენს უბრალოდ მის სახელს, ლოგოს, გრაფიკულ ელემენტებს თუ მათ ერთობლიობას. ბრენდი, პირველ რიგში, არის ასოციაციები, რასაც ის იწვევს მომხმარებლებში, პარტნიორებში, თანამშრომლებსა და მთლიანად საზოგადოებაში.

ბრენდის პლატფორმის შემუშავების საწყის ეტაპზევე ხდება კონკრეტული ბრენდისთვის ოპტიმალური მეთოდოლოგიის შერჩევა. ბრენდის ფორმირება იწყება ორგანიზაციის, ბაზრის, მომხმარებლის შესწავლით.

მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ხდება ბრენდის პოზიციონირების განსაზღვრა და ბრენდის პლატფორმის (მისია, ხედვა, ღირებულებები) შემუშავება.

შემდგომ ეტაპზე  ბრენდის პლატფორმის შესაბამისად ხდება მისი სახელის, ლოგოს და სლოგანის გენერირება; კრეატიული კონცეფციის განსაზღვრა, გრაფიკული სტანდარტების შემუშავება და მისი აქტივაციის გეგმის მომზადება.

ბრენდინგი საშუალებას გაძლევთ:

  • მთლიანობაში იქნას გააზრებული ორგანიზაციის აქტივობის ძირითადი იდეა, თუ რისთვის და ვისთვის არსებობს ბრენდი, რას აძლევს ის მომხმარებელს და ზოგადად საზოგადოებას;
  • განისაზღვროს ბრენდის მიერ წარმოებული პროდუქტის, სერვისის, აქტივობების დამახასიათებელი ნიშნები და რას ჰპირდება ის საკუთარ აუდიტორიას;
  • გამოიკვეთოს თქვენი ძირითადი უპირატესობები, მოხდეს კონკურენტებისგან დიფერენცირება;
  • მოხდეს თქვენი პროდუქტის/სერვისის ასოცირება გარკვეულ ემოციურ განწყობასთან;
  • მოხდეს ბრენდის ასოცირება ხარისხის სტანდარტებთან;
  • მოხდეს ლოიალური მომხმარებლების ჯგუფის ფორმირება, ბრენდთან ურთიერთობა გახდეს მათთვის ემოციური სარგებლის მომტანი.