ბრენდის იდენტიფიკაცია

ბრენდის იდენტიფიკაცია

ბრენდის კომუნიკაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ვერბალური მხარით.  განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბრენდის იდენტიფიკაციას, რომელიც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს ბრენდის ამოცნობას და, მეორეს მხრივ, გრაფიკული (და სხვა არავერბალური) ფორმით გადმოსცემს  ბრენდის კონცეფციას.

საზოგადოების დიდი ნაწილი ბრენდის გაცნობას მისი იდენტიფიკაციით იწყებს. ის ქმნის პირველად შთაბეჭდილებას, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს თუ მთლიანობაში რამდენად მიიღებს ბრენდის კომუნიკაციას. ბრენდის იდენტურობის შემუშავებისას არსებითია, არა მხოლოდ მისი ესთეტიური მხარე, არამედ მისი შესაბამისობა ბრენდის პლატფორმასთან.

ბრენდის იდენტიფიკაციის შექმნის პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს, ლოგოს პირველადი ვერსიების გენერირება და ტესტირებიდან და კორპორატიული ფერების შერჩევიდან დაწყებული, ბრენდბუქის და პროდუქციის შეფუთვის შექმნით დამთავრებული.

ბრენდის იდენტიფიკაციის ნაწილს შესაძლოა წარმოადგენდეს აგრეთვე აუდიო იდენტიფიკატორები.

ბრენდის იდენტიფიკაციის მეთოდოლოგიის მეშვეობით, თქვენ მიაღწევთ, რომ:

  • თქვენი ბრენდის ვიზუალური სახე ასოცირდებოდეს მის ღირებულებებთან, ქმნიდეს ბრენდის პლატფორმის შესაბამის ემოციურ განწყობას;
  • პროდუქტის შემთხვევაში, ქმნიდეს მისი შეძენის იმპულსს მომხმარებლისთვის;
  • ბრენდის გრაფიკული სახე იყოს ამოცნობადი, მომხმარებელი მას ცნობდეს თვალის ერთი შევლებით;
  • ბრენდს გააჩნდეს კორპორატიული დოკუმენტაციის, სარეკლამო საკომუნიკაციო მასალებისა თუ ბრენდირებულ სუვენირების ერთიანი სტილი;
  • გაგაჩნდეთ სხვადასხვა სახის პოლიგრაფიული მასალების მზა შაბლონები.