პარასკევი
დეკ272016

კარგად, სწრაფად და იაფად!

კარგად, სწრაფად, იაფად!

 

იყო დრო, როცა მე თვითონ ვიყავი შემსყიდველი. ეხლა დადგა დრო, როცა ვარ მომსახურების მიმწოდებელი. საკონსულტაციო ბიზნესში ჩავერთე. მთელი გულით, სულით და მონდომებით ვმუშაობ, რომ ჩემს დამკვეთს მივაწოდო მაღალი ხარისხის საკონსულტაციო მომსახურება.

პროექტს რომ ვიწყებ აზარტში შევდივარ, კლიენტ ორგანიზაციას საკუთარ ორგანიზაციად აღვიქვავ და შესაბამისად ტყავიდან ვძვრები, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებები მოვუფიქრო. მათი წარმატება ჩემი წარმატება ხდება, მათი წარუმატებლობა კი ასევე ჩემი. საშინლად განვიცდი, როდესაც რამე არ გამოსდით და კიდევ უფრო მეტად განვიცდი, თუ ამდენ ნაწვალებს გვერდით გადადებენ და ზედაც არ უყურებენ – თითქოს არც აქვთ. სამწუხაროდ ასეც ხდება – ორგანიზაციები მზად არ აღმოჩნდებიან იმ ცვლილებებისთვის, რასაც მოითხოვს მათივე დასახული სტრატეგიის განხორციელება. უნდათ, რომ ქონდეთ ყველაზე მოქნილი და ეფექტიანი სტრუქტურა, მაგრამ მზად არ არიან მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. უნდათ, რომ ქონდეთ ისეთი გაწერილი პროცესები და პროცედურები, რომ ყველაფერი ავტომატურად კეთდებოდეს, მაგრამ პროცესს და პროცედურას მუშაობის დაწყებამდე რომ შექმნა უნდა, მზად არ არიან… და ასე, დაუსრულებლად.

თუმცა არიან ორგანიზაციები, რომლებმაც ზუსტად იციან რა უნდათ, არ იციან როგორ უნდა მიაღწიონ და ეძებენ კონსულტანტს, რომელიც დაეხმარება მიზნების და სამოქმედო გეგმების ფორმულირებაში. მათ ნაფიქრი აქვთ იმაზე თუ რა გამოსდით, რა არ გამოსდით და რატომ არ გამოსდით. ისინი აცნობიერებენ, რომ ცვლილებები სჭირდებათ და მზად არიან ამისათვის. ასეთი ორგანიზაციები არიან ყველა კონსულტანტის საოცნებო კლიენტები და მათთვის შესრულებული სამუშაო და მათზე დახარჯული დრო არის სიამოვნება.

ხშირად კი, არის დაკვეთა სერვისზე: იაფად, ხარისხიანად და სწრაფად! დრო, ხარისხი და ფინანსური რესურსი – ეს არის სამი პარამეტრი/მოცემულობა, რომელთა ერთდროულად შეცვლა შეუძლებელია ისე, რომ არ დაზარალდეს ერთ-ერთი მათგანი. ჩემო ძვირფასო პოტენციური დამკვეთებო, მე კი ვიცი რომ თქვენ ეს იცით, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ:

– კარგად და სწრაფად შესაძლებელია, მაგრამ ეს ძვირია;
– იაფად და სწრაფად ასევე შესაძლებელია, მაგრამ ეს კარგად ვერ გამოვა;
– იაფად და კარგადაც შესაძლებელია, მაგრამ ესეც ვერ იქნება სწრაფად.

ბოლოს, მინდა ვისურვო, რომ მომავალ 2017 წელს მყავდეს ბევრი დამკვეთი, რომელმაც იცის რა უნდა და მზად არის იმ ცვლილებებისათვის, რაც საჭიროა ამ „მინდა“-ს მისაღწევად. დაე მათ უნდოდეთ საკონსულტაციო სერვისის მიღება კარგად და სწრაფად, ან უარეს შემთხვევაში იაფად და კარგად. იაფად და სწრაფად მსურველებს კი მოუწევთ ჩემგან მოისმინონ მცირე ლექცია თემაზე, თუ რატომ არის შეუძლებელი იაფად და სწრაფად კარგი საქმეების კეთება



Warning: Invalid argument supplied for foreach() in /home/gepra/public_html/4p.com.ge/wp-content/themes/thedeiline/single.php on line 29
Share Button

საუკეთესო სტატიები


Warning: Unknown: open(/tmp/sess_af0b82877f15c5a7cec952a0abeb67ae, O_RDWR) failed: No space left on device (28) in Unknown on line 0

Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/tmp) in Unknown on line 0