აქცენტებს სამუშაოს უკეთეს დაგეგმვასა და დროის სწორ გადანაწილებაზე გავაკეთებ

აქცენტებს სამუშაოს უკეთეს დაგეგმვასა და დროის სწორ გადანაწილებაზე გავაკეთებ

პროექტების ასისტენტი ელენე თაყაიშვილი 2018 წელს აფასებს.

იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ 2018 წლის დასაწყისიდან დავიწყე ჯეპრაში მუშაობა, ნამდვილად სხვა წლებისგან გამორჩეული, საინტერესო, სიახლეებითა და წარმატებებით სავსე წელი იყო.

2018 წელი გამორჩეული იყო იმ სიახლეებით, ახალი პროექტებითა და ინდივიდებით, რომლებმაც შექმნეს „ჩემი 2018 წელი“.

გამოვყოფდი სამ პროექტს, რომელებზე მუშაობაც განსაკუთრებული იყო ჩემთვის;

  • „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“
  • კამპანია #ნუგანმასხვავებ
  • #ბორჯომიმომავლისგულშემატკივარი

იმის თქმა, რომ „ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე“ რათქმაუნდა შეუძლებელია, თუმცა დაგეგმილი საკითხების ძირითადი ნაწილი შესრულებულია, შემდეგი წელი კი როგორც ყველას, ისე მეც, მაძლევს შესაძლებლობას ძველი შეცდომები აღარ გავიმეორო, შეუსრულებელი გეგმები განვახორციელო და წავიდე წინ.

დამეხმარა ის გარემო სადაც ვარ და ის ადამიანები, რომლებიც ჩემს ირგვლივ არიან და ყოველთვის შეუძლიათ ჩემი გამხნევება და დახმარება.ვფიქრობ, თუკი რაიმე ხელს გვიშლის ყველაფერი მოგვარებადია, ყველაზე მეტად ჩვენ, ჩვენივე თავი, ჩვენივე თვისებები გვიშლის ხელს. ვფიქრობ სწორედ ჩვენს თავზე მუშაობა არის ის განუწყვეტელი პროცესი, რომლის გარეშეც წინ ვერ წავალთ.

2018 წელს ჩემსა და პიარსკოლის სტუდენტებს შორის პირველი კომუნიკაცია შედგა. სტუდენტების მენტორობა ძალიან საინტერესო, ინტერაქციული და სახალისო პროცესია, სადაც როგორც სტუდენტები, ასევე ჩვენც ძალიან ბევრს ვსწავლობთ ერთმანეთისგან.

ვფიქრობ, ჯეპრასთვის 2018 წელი სავსე იყო სიახლეებით, სირთულეებითა და გამოწვევებით, რომელსაც ჯეპრა წარმატებით შეხვდა.

ჯეპრა არ აპირებს გაჩერებას და აგრძელებს მუშაობას საზოგადოებისთვის საუკეთესო სერვისებისა და მომსახურების შეთავაზების მიზნით.

გული მწყდება საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც ვერ ხედავს წინსვლის, განვითარების, ახალი მიდგომების …. დანერგვის საჭიროებას, სამწუხაროდ მათი რიცხვია არც ისე ცოტაა.

მიხარია, რომ დაიწყო კიდევ ერთი წელი, რომელიც უფრო საინტერესო უნდა იყოს ვიდრე წინა.

წინასწარ ვიცი, რომ 2019, განვითარების, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის, ცოდნის მიღების წელი იქნება. აქცენტებს სამუშაოს უკეთეს დაგეგმვასა და დროის სწორ გადანაწილებაზე გავაკეთებ.

პიარინდუსტრია ყოველ წელს უფრო და უფრო მრავალფეროვანი და მოთხოვნადი ხდება, დრო მას კიდევ უფრო მეტ ფასეულობას სძენს.
ახალი სერვისები, განახლებული ხედვები და მრავალწლიანი გამოცდილება საინტერესო სიახლეების მომასწავებელია ჩვენი მომხმარებლებისათვის და არა მარტო მათთვის.