აღდგენილი ბაბილონი

აღდგენილი ბაბილონი

აღდგენილი ბაბილონი

 

ბოლო სამი-ოთხი წელია, თუ სადმე მიფრენია, აუცილებლად სტამბოლის ათათურქის აეროპორტის გავლით. ერთხელ რეისზე დავაგვიანე, ერთხელ საერთოდ არ ამიშვეს, მთვრალი ხარო (გეგონება იმათ რომ არ ეთქვათ, მე არ ვიცოდი). უამრავჯერ გადამიცვლია ბილეთი, დავხვედრილვარ კიდეც სხვას, სტამბოლს ჩამოფრენილს. ერთი სიტყვით, ათათურქის ყველა კუთხე-კუნჭული ვიცი და ყველა კაფეს ყავაც დამილევია…

მაგრამ საქმე ჩემში კი არა, იმ ათასობით ადამიანშია, რომელიც ყოველ წუთს ახლდება და ახალი ჯგუფებით შემოიჭრება ხოლმე აეროპორტის საერთო სივრცეში, დიუთი ფრისა და ყველა შესაძლო ჩამოსაჯდომ-წამოსაწოლ-თავის მისადებ ადგილას. მრავალფეროვნება, რაც ღმერთმა ბაბილონის გოდოლის დანგრევის მერე დააბერტყა ჩვენს სამყაროს, აქ, სტამბოლის აეროპორტში იჩენს თავს. ფერების, სუნების, ვიზუალების, ფორმების, ზომებისა და ყველაფრის ყველანაირი ვარიანტი შეგიძლია იპოვნო აქ.

მაგრამ არის სამი ადგილი, სადაც ეს განსხვავებული ხალხი, ერთნაირად იქცევა და ხვდები, რომ ადამიანი ადამიანია. ვისაც ნაციონალური ან რასობრივი, თუ სხვა სახის სტერეოტიპი აწუხებს, მოვიდეს, ვურჩევ ათათურქს ეწვიოს და დააფასოს თანამედროვე მსოფლიო თავისი განუზომელი ადამიანური მრავალფეროვნებითა და ამავე დროს, ჰუმანურობით. სტამბოლის აეროპორტი ის სივრცეა, სადაც დაპირისპირება არავის სჭირდება და ეს ყველაფერი მშვენიერი სანახავია.

აღდგენილი ბაბილონი

სამი ადგილია-თქო ვთქვი და დავაზუსტებ:

  • ადგილი 1 – სტარბაქსი, სადაც ყველა ერთნაირად, უნივერსალურად უკვეთავს, ყველა ზის, ჭამს და სვამს. პირის მოძრაობაც ადამიანურია და ნერწყვის ყლაპვაც
  • ადგილი 2 – გრძელი მერხები, სადაც ყველას ერთნაირად ძინავს. ერთნაირად იშმუშნება არაბიც და სერბიც და ერთნაირად დებილური გამომეტყველება აქვს ახალგაღვიძებულ ინდოელსა თუ შოტლანდიელს

ადგილი 3 – ტუალეტი, ოღონდ ნუ დამაკონკრეტებინებთ

//]]>