2019 წელი დატვირთული იყო დიდი და მასშტაბური პროექტებით

2019 წელი დატვირთული იყო დიდი და მასშტაბური პროექტებით

ჯეპრას უმცროსი კონსულტანტი, ნინანო დავითაია 2019 წელს აფასებს.

2019 წელი დატვირთული იყო დიდი და მასშტაბური პროექტებით. საინტერესო იყო ფესტივალებზე მუშაობა.

ჯეპრა ყოველთვის მხარს უჭერს სოციალურ პროექტებს, ყოველ წელს გამოვყოფდი 21 მარტის ჭრელი წინდების კამპანიას, რომელსაც საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციასთან ერთად ვახორციელებთ. 2019 წელს ჩემთვის დასამახსოვრებელი პროექტი იყო გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რომელზეც 20 000 სტუმარს ვუმასპინძლეთ და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პროექტი წარმატებულად დასრულდა.

ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ყოველ წელს უფრო მეხმარება საქმიანობის წარმატებით შესრულებაში, ეს არის წინასწარ დაგეგმვა, მომზადება და ყველაფრის გადამოწმება.

ჯეპრაში ყოველ წელს იზრდება თანამშრომლების ჩართულობა კომპანიის განვითარების გეგმაში  და ვფიქრობ, რომ ეს შედეგებზეც ეფექტიანად აისახება.

რა გეგმები გაქვს 2020 წელს? რაზე აპირებ აქცენტს გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?

2020 წელს ველოდები ახალი გამოცდილებების მიღებას იმ მიმართულებებით, რაზეც აქამდე არ მიმუშავია.