ადრე ამდგარსა მენეჯერსაო… ანუ პრაქტიკული რჩევები პიარმენეჯერისგან იმის თაობაზე, თუ როგორ ავდგეთ დილას

ადრე ამდგარსა მენეჯერსაო… ანუ პრაქტიკული რჩევები პიარმენეჯერისგან იმის თაობაზე, თუ როგორ ავდგეთ დილას

პოსტის წაკითხვამდე წასაკითხი რჩევები:

– თუ შენი სამსახური 11 საათზე იწყება, ან მაშინ, როცა გაგეღვიძება, ამ პოსტის წაკითხვას აზრი არ აქვს.
– თუ შენ შვილები დაგყავს დილაობით (9 საათზე) სკოლაში, ესე იგი ამ პოსტის წაკითხვას მხოლოდ სხვათა გამოცდილების გაცნობის მიზნით აქვს აზრი.
– თუ შენ ტიპური ქართველი ხარ, არაფერი მოგწონს, ყველაფერს დასცინი და ამ ქვეყანაზე შენი შესაქები ჯერ არაფერი დაწერილა, გთხოვ, ნუ წაიკითხავ ამ პოსტს.
ადრე გაღვიძების მნიშვნელობა:
ბევრი თქმულა და დაწერილა იმის შესახებ, თუ რატომ ჩამოვრჩებით განვითარებულ ქვეყნებს და რა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენც მსოფლიოში წამყვანი და წელში გამართულად წარმატებული ქვეყანა გავხდეთ. ერთი საკითხია რად გვინდა წამყვანობა, მაგრამ ეფექტიანი ეკონომიკის მშენებლობისთვის, მუდმივი განვითარების მექანიზმის შექმნისა და უბრალოდ თითოეული ჩვენგანის ცხოვრების გაუმჯობესებისათვის. ჩემი პირადი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შრომის კულტურის განვითარება და უბრალოდ იმის შეგნებაა, რომ უნდა ვიმუშაოთ და ასე გამოვიმუშავოთJ ჰოდა, სწორი შრომა სისხამ დილას ადგომას და სამსახურის ადრიანად დაწყებას გულისხმობს (ვინც ამ დებულებას არ ეთანხმება, შეგიძლიათ არ გააგრძელოთ პოსტის კითხვა).

dont-keep-calm-its-time-to-wake-up-3

ადრე გაღვიძების მსოფლიოში აპრობირებული მეთოდები:

სამიზნე დროის შერჩევა – თუ შენ გადაწყვეტ, რომ მუშაობა 9 საათზე დაიწყო, მაშინ სადღაც 7 საათზე უნდა ადგე, ამიტომ დააყენე მაღვიძარა 7 საათზე და ყოველ დილას ერთსა და იმავე დროს ადექი. ამ მეთოდში მნიშვნელოვანი ისაა, რომ შაბათ-კვირა არ უნდა იყოს გამონაკლისი. ასე მოხდება შენი „გადაპროგრამირება“.
ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედება – სასურველ დრომდე „დასვლაც“ კარგი მეთოდია, როდესაც სამიზნე საათს (ჩვენს შემთხვევაში 7 საათი) ნელ-ნელა ვუახლოვდებით. პირველ დღეს მაღვიძარას დააყენებ 9:00-ზე, მეორე დღეს – 8:45-ზე და შემდეგ მიდიხარ საბოლო დრომდე. შაბათ-კვირის რეჟიმიდან ადვილად გამოსასვლელად, ორშაბათს და სამშაბათ შეგიძლია ოდნავ გვიან გაიღვიძო.
ადრე დაძინება – სათქმელად ადვილია, მაგრამ გასაკეთებლად – რთული. თან, როდესაც ამდენი რამ არის მაცდუნებელი.. თუმცა, კარგი გამოსავალია ეს მაცდუნებელი რაღაცეები საწოლს და მასში ყოფნას დაუკავშირო, რაც ადრე დაძინების შანს ერთი-ორად ზრდის.
ადრე გაღვიძების ჩემეული, იგივე „ჯეპრას“ მეთოდები:

მაღვიძარა, როგორც ერთგული მეგობარი – შეიძინე ისეთი ტელეფონი, ან მაღვიძარა, რომელსაც მინიმუმ 1 საათიანი „გადადების რეჟიმი“ გააჩნია, ჩვენში მოფერებით “snooze”-ს რომ ეძახიან, დააყენე მაღვიძარა ადგომამდე 1 საათით ადრე და ბედს მიენდე, ან გაგებით მოეკიდე. ნუ, გააჩნია ვისი ელექტორატი ხარ.

მეგობარი, როგორც ერთგული მაღვიძარა – დაიძინე იმასთან ერთად, ვისაც შენზე ადრე გაღვიძება სჭირდება სამსახურში მისასწრებად და ვისაც ადგომა სხვისი გაღვიძების გარეშე არ შეუძლია.
გახსოვდეს რატომ იღვიძებ – ჩამოწერე იმ ნივთების, საყიდლების ან გადასახდელების სია, რომელიც დამოკიდებულია მეორე დღის დილის შეხვედრასა და ზოგადად, სამსახურში ადვილად მისვლაზე. ჩემზე ეს ყველაზე კარგად მოქმედებს.